სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

8 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, სადაც იგი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ურთიერთთანამშრომლობა სტაბილურია და კიდევ უფრო გაღრმავდება.

მედიასთვის მოკლე განცხადებების შემდეგ, მხარეები დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ.

მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინინმა ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან გაზის მომხმარების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაზს დაბალ ფასად ყიდის სომხეთის მომხმარებლებისთვის ორმაგად ძვირი ჯდება. მხარეებმა პრობლემის გადაწყვეტის საკითხები განიხილეს.

“ჩვენ ეფექტური საუბარი გვქონდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები ბრწყინვალეა. ჩვენს ურთიერთობებში არც ერთი მიმართულებით პრობლემა არ აღინიშნება”, – შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.