მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა „ევროვიზია 2016“-ის ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართა

რუბენ მელიქიანმა მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2016“ ორგანიზატორებს  მთიანი ყარაბაღის დროშის აკრძალვასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა.

მან არცახის ხალხის სახელით მკაფიო უკმაყოფილება გამოთქვა „ევროვიზია 2016“-ის ორგანიზატორების მხრიდან 11 მაისის ოფიციალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ყარაბაღის კონფლიქტი წარდგენილია როგორც, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტერიტორიული კონფლიქტი.

27606_large

წერილში წერია, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხმა 1991 წელს მოახდინა საკუთარი  თვითგამორკვევა, როდესაც  განაცხადეს მათი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ, რაც, თავისმხრივ,   საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით განხორციელდა.

წერილში მელიქიანმა „ევროვიზია 2016“-ის ორგანიზატორების მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტის აღწერა არასწორად და მთიანი ყარაბღის ხალხისთვის შეურაცხმყოფელად შეაფასა.

„ევროვიზია 2016“-ის ორგანიზატორების  ყურადღება გამახვილებულია 2016 წლის 2-5 აპრილს მომხდარ მოველენებზე, კერძოდ კი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ჯარების მიერ განხორციელებულ ყველა კანონდარღვევასა და სისასტიკეზე. ასევე აღნიშნულია, რომ დაიშ-ისთვის დამახასიათებელი სტილით თავისკვეთის, მოხუცების წამების, სკოლებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ინტენსიური სროლების ფაქტები ევროპაში სულ რაღაც 40 დღის წინ დაფიქსირებულა და რომ აზერბაიჯანი იმუქრება ამ მოქმედებების გამეორებით, თუ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არ დაემორჩილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებს, რომლებიც ატარებენ არმენოფობიულ სახელმწიფო პოლიტიკას. – წერს საინფრომაციო სააგენტო 1in.am.

წერილის ბოლოს მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი კონკურსის ორგანიზატორებს მოუწოდებს, დარჩნენ მუსიკალური კონკურსის ფორმატში  და  არ გადავიდნენ საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში.

ფოტო: srf.ch1in.am.

 

Leave a Reply