არცახის ეროვნული კრების თავმჯდომარემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

არცახის ეროვნული კრების თავმჯდომარემ აშოტ ღულიანმა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს უმასპინძლა. ამის შესახებ არცახის ეროვნული კრების პრესსამსახური იტყობინება.

შეხვედრის განმავლობაში აშოტ ღულიანმა აღნიშნა, რომ არცახის მნიშვნელოვანი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოება და მისი სტატუსის შენარჩუნებაა.

მხარეებმა  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავებაზე, აზერბაიჯანის და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ეროვნული კრების საგარეო საქმეთა მუდმივი კომისიის თავმჯდომარე არზიკ მხითარიანი, მისი მოადგილე და არცახის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არმინე ალექსანიანი ესწრებოდნენ.