აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ტონოიანის განცხადებას ეხმაურება

ოფიციალური ბაქო მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას შეესაბამება,- განაცხადა ბრიუსელში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.

მამედიაროვმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ვენაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ბოლო კვირას გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები.

“ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ გზები,” – განაცხადა მან. ის ასევე გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის მინისტრის დავით ტონოიანის, ნიუ-იორკში გაკეთებულ განცხადებას.

ამერიკის სომხურ თემთან შეხვედრაზე ტონოიანმა აღნიშნა: ფორმულა “ტერიტორიები მშვიდობისთვის” შევცვალეთ ასე: “ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის”