სომხეთი-დიასპორა მე-6 ფორუმი იმართება

18 სექტემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო დარბაზში “ურთიერთ ნდობა, ერთიანობა და პასუხისმგებლობა” სომხეთი-დიასპორა რიგით მე-6 ფორუმი იმართება, რომელიც 20 სექტემბრამდე გასტანს.

წელს ფორუმში, დიასპორის სამინისტროს მიხედვით, მონაწილეობას იღებს 1500-ზე მეტი ადამიანი 70 ქვეყნიდან. ფორუმს ასევე ესწრებიან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მოხელეები და სულიერი ლიდერები.

კონფერენციის დროს ოთხი მიმართულებით, სამი პლენარული სესია და 16 თემატური სესია ჩატარდება, რომლებიც ეხება სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონულ გამოწვევებსა და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგს, ასევე საგარეო პოლიტიკას, სომხების გენოციდის შედეგებს და სომხების შენარჩუნების საკითხებს.

წლევანდელი ფორუმი იმით გამოირჩევა, რომ განიხილება პან-სომხეთის საბჭოს შექმნის იდეა.

Leave a Reply