ეგზითპოლის შედეგები ცნობილია

სომხური ტელეარხის „ერკირ მედია“ -ს ინიციატივით და დაფინანსებით სომხეთის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესს, მთელი დღის განმავლობაში, თვალს ადევნებდა საერთაშორისო სოციოლოგიური ორგანიზაცია „გელლაფი“.

ცნობილია მათ მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები:

სომხეთის რესუბლიკური (მმართველი) პარტია –  46%, კოალიცია „წარუკიანი“  – 25%, კოალიცია „გამოსავალი“ – 10%, სომხური რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკცუთიუნ) -5%, „სომხური აღორძინება“- 4%, კოალიცია „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანი“-3%, სხვა პარტიები – 2%:

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიში მონაწილე პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად სჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ხოლო კოალიციებს 7%-იანი ბარიერის.

Leave a Reply