ერევნში საახალწლო განათება 19 დეკემბერს ჩაირთვება

Christmas tree lighting ceremony took place on the Republic Square of Yerevan, Armenia

ერევნის მერიის ინფორმაციით,”19 დეკემბერს, 19:00 საათიდან 20:30 საათამდე, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება დედაქალაქის სადღესასწაულო განათების საზეიმო ღონისძიებათა და მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად”.

მერია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოვლითი გზებით მოძრაობა.

“ჩვენ ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს დროებითი შეფერხებების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply