ჰოვჰანეს კარაპეტის დღე მიასნიკიანში

უკვე მესამე წელია, რაც ახალქალაქის რაიონის სოფელ მიასნიკიანში (კომუნა) აგვისტოს შუა რიცხვებში წმინდა ჰოვჰანნეს კარაპეტის დღეს აღნიშნავენ. რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული სტუმრები ქეიფსა და დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს, მსხვერპლშეწირვას ესწრებიან.
” სამი წლის წინ სოფელ დადეშის მცხოვრებმა, კარაპეტ თუმასიანმა სიზმარში წმინდა ჰოვჰანესი ნახა და მის სახელზე ეს სამლოცველო ააგო. ამ სამლოცველოს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სოფლისთვის”, – აღნიშნა მიასნიკიანში მცხოვრებმა სერჟიკ ჰამბარიანმა.
დამსწრეთა მხიარულ განწყობაზე საცეკვაო ჯგუფმა „ვაჩიანმა“იზრუნა, რომელსაც სტუმრები სიამოვნებით შეუერთდნენ და ერთად იცეკვეს.
მიასნიკიანში გამართული დღესასწაული, საერთო ლოცვით დასრულდა.

jnews.ge

Ежегодный праздник, основанный вместе с часовней

Leave a Reply