სომხეთში დაღუპული ჯარისკაცის სხეული იპოვეს

სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულების ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის საბრძოლო პოზიციაზე 4 მაისს, ჯარისკაცის სხეული იპოვეს. დაღუპული ჯარისკაცი 29 წლის, არტიომ გასპარიანია, რომელიც ჯარში 2017 წლიდან მსახურობდა.

საქმის გარემოებების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის  დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს.

Leave a Reply