ჯეიმს აპატურაი სომხეთს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სომხეთს ეწვევა. აპატურაი „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს.

“ნატოს კვირეული” სომხეთში ნატო-ს მოკავშირეების საელჩოების ინიციატივით, სომხეთის  რესპუბლიკის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება.