სომხეთის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარიზში გამართულ შეხვედრაზე სომხეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა არმენ სარგსიანმა და ემანუელ მაკრონმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

”არმენ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მაკრონს და აღნიშნა, რომ სომხეთი დიდად აფასებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთისა და პირადად პრეზიდენტ მაკრონის ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან  მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია და ხაზგასმით აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულების აუცილებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.