კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 4283-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 55 შეადგინა.

ამ დროისთვის 1791 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2415 პირი რჩება.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 39005 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 4283 დადასტურებულია.