კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 11 221 გახდა.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 15 ადამიანი დაიღუპა, რაც აგრეთვვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 176-ს მიაღწია.