მამედიაროვი: ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში კრეატიული იდეები არსებობს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახე მთელი რიგი კრეატიული იდეები წარადგინეს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომელმაც კრაკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შედეგები გააცნო, წერს სააგენტო minval.az.

აზერბაიჯანელი მინისტრის განცხადებით, შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა.

“თანათავმჯდომარეებმა წარადგინეს მთელი რიგი კრეატიული იდეები”,- აღნიშნა მამედიაროვმა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში მას შეხვედრა ჰქონდა კონფლიქტის დარეგულირების სკაითხში შუამავლებთან, ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და თანათავმჯდომარეებს, ცალკე შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, რის შემდეგაც ისევ შეხვდა თანათავმჯდომარეებს.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს კრაკოვში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით შედგა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების, ედვარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა.

მინისტრებმა და თანათავმჯდომარეებმა განიხილეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას მიმართული წინა სამიტზე შეძენილი შეთანხმებების განხორციელების ხელშესაწყობად საჭირო ნაბიჯები.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ნალბანდიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას მოუწოდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

Leave a Reply