ფაშინიანი: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯარისკაცი ყველა საჭირო ნივთით

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 10 მაისს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და  სარეზერვო სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯარისკაცების სოციალური დახმარების საკითხი განიხილეს.

” მშობლები ყოველთვის იძულებულები ხდებიან შვილებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში არიან, ჰიგიენის და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყონ, მაშინ როდესაც, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. სახელმწიფო ვალდებულია  სამხედრო მოსამსახურეები ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოს. შტაბი დამპირდა, რომ ჯარისკაცებს ყველა საჭირო ნივთით მოამარაგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ  პირდაპირ პრემიერ -მინისტრის აპარატს მიმართონ” , – განაცხადა ფაშინიანმა.

Leave a Reply