მიღებული იქნა კანონპროექტი „არცახის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“

საინფორმაციო სააგენტოს 168.am თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ დღევანდელ,  5 მაისის, სხდომაზე მიიღო კანონპროექტი „არცახის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი წარდგენილია ეროვნული კრების ოპოზიციონერი კოალილიცია „მემკვიდრეობის“ დეპუტატის ზარუჰი ფოსტამჯიანისა და კოალიცია „სომხური ეროვნული კონგრესის“ დეპუტატ ჰრანტ ბაგრატიანის მიერ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა  პროექტი მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მან აღნიშნა:

„დასკვნის თანახმად, კანონპროქეტის მიღება დაკავშირებულია სომხეთსა და არცახს შორის მოლაპარაკების შედეგებთან, მომავალი განვითარების, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით“.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ პროექტში წერია:

„მხარდაჭერა არცახის რესპუბლიკის აღიარების კანონპროექტისა წარდგენილი იქნას,   განსაზღვრული წესით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების წინაშე“.

4 მაისს საინფორმაციო სააგენტომ armlur.am გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერ ჰიქმათ ჰაჯიევის განცხადება, სომხეთის მთავრობის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის აღიარებით, სომხეთი წერტილს დაუსვამს  ეუთოს მინსკის ჯგუფის პროცესს და თუ სომხეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, მინსკის ჯგუფი მანატს დაკარგავს.

„ეს არის მინსკის ჯგუფის, თანათავჯდომარეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების  შეურაცხყოფა“ – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰიქმათ ჰაჯიევმა.

„არცახის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ  ბმულებზე:aliq.ge

Leave a Reply