მთიანი ყარაბაღის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები გადადგნენ

მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დღეს, 6 ივნისს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი არშავირ ღარამიანი და სუს-ის დირექტორის მოადგილე გარიკ სარგსიანი გადადგნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, გადადგომაზე განცხადება დაწერა არცახის პოლიციის უფროსმა კამო აღაჯანიანმა და არცახის სახელმწიფო მდივანმა არაიკ ჰარუთუნიანმა.

Leave a Reply