ნაირა კარაპეტიანი-აზერბაიჯანული მხარე სიამაყით აჩვენებდა და ავრცელებდა სომეხი სამხედროს მოკვეთილი თავის კადრებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხური დელეგაციის წევრმა ნაირა კარაპეტიანმა სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავისუფალი ფორმატით აზრების გაცვლის განხილვის დროს, სამიტის დელეგატებს  აზერბაიჯანის მხრიდან წამოწყებული ოთხდღიანი ომის დროს აზერბაიჯანული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი ბარბაროსული ფაქტები წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო tert.am.

მაგალითად,  აზერბაიჯანული მხარე სიამაყით აჩვენებდა და ავრცელებდა სოციალურ ქსელში სომეხი სამხედროს მოკვეთილი თავის კადრებს.სომხური მხარისთვის გადაცემულ ცხედრებს კი აღენიშნებოდათ უპატივცემულო მოპყრობისა და  წამების თვალსაჩინო ნიშნები.

„სამხედრო ტყვეების წამების   კიდევ ერთი შემთხვევაა, მთიან ყარაბაღში გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცის დანაწევრებული სხეულის  გადმოცემა სომხური მხარისთვის, როდესაც მისი ორგანოები  განცალკევებით გამოგზავნეს“-განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხური დელეგაციის წევრმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატმა ასევე აღნიშნა, რომ არცახის კონფლიქტში სომხური მხარის პოზიცია არათუ კონფლიქტია ტერიტორიისთვის, არამედ  საერთაშორისო სამართლის ფუნდამეტური პრინციპებიდან ერთ-ერთის: ერების თვითგამორკვევის პრინციპებზე დაყრდნობილი მიდგომა.

ნაირა კარაპეტიანის აზრით, აზერბაიჯანის მოქმედებები არა მხოლოდ არღვევენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში აზერბაიჯანის ვალდებულებების მოლაპარაკებების პროცესში კეთილსინდისიერად მონაწილეობას, არამედ გაერო-ს კანონმდელობით დაფიქსირებულ საერთაშორისო სამართლის მთელ რიგ  ფუნდამენტურ პრინციპებს.

ფოტო:tert.am

Leave a Reply