სომხეთის ოპოზიციონერი ლიდერი დროებით დაუმორჩილებლობის აქციებს წყვეტს

სომხეთის პარლამენტში პრემიერ -მინისტრის არჩევნებამდე, რომელიც 8 მაისს გაიმართება, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები დროებით შეწყვიტა.

“8 მაისს ეროვნული კრებაში პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება, თუ პირველ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიები წარადგენდნენ, ახლა კანდიდატის ასარჩევად კრების 1/3, ანუ 35 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 1-ელ მაისს მე შევხდი საქველმოქმედო პარტიის დეპუტატ  გაგიკ წარუკიანს, რევოლუციური პარტიის დეპუტატ არმენ რუსტამიანს და “ელქის” წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს მიჭერენ, რომ მე  გავხდე პრემიერი”, განაცხადა ფაშინიანმა.

“3 მაისს სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სპეციალური სხდობა გაიმართა, რომლის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ არჩევნებზე ხმას მისცემენ წარადგენილ კანდიდატს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული განაცხადებაა, საჭიროა სათანადო ხელმოწერით დადასტურება. ამიტომ, 4 მაისს ჩვენ აქციას არ ვაგრძელებთ, თუმცა მუდამ მზად უნდა ვიყოთ აქციის გასაგრძელებლად და ამ შემთხვევაში ვიკრიბებით არა 250 000, არამედ 500 000 კაცი” , – აღნიშნა ფაშინიანმა.

3 მიასს უკვე ცნობილი გახდა, რომ პარტია წარუკიანის 27-მა დეპუტატმა ხელი მოწერა ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

Leave a Reply