ნიკოლ ფაშინიანის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორისა და სპეციალური საგომომძიებო სამსახურის უფროსის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა (ვიდეო)

ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საშუალებით  განცხადება გაავრცელა: “ხალხნო, გაიგეთ? შეთქმულებმა ფარული ჩანაწერის მეორე ნაწილი გაავრცელეს”.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მისი, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ართურ ვანეციანისა და სპეციალური საგომომძიებო სამსახურის უფროსი სასუნ ხაჩატრიანის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე რიგით მეორე ჩანაწერია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ჯერ კიდევ სექტემბერში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორისა და სპეციალური საგომომძიებო სამსახურის უფროსის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.