ფაშინიანი-ქართულ-სომხურ ურთიერთობებში სადღეგრძელოები აჭარბებს რეალურ თანამშრომლობას

ალიქ მედია გაესაუბრა სომხეთის პარლამეტის წევრს, ჟურნალისტს ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც 1998 წლიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

სწორედ 1998 წელს შეიქმნა „სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებასა  და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის ჯგუფი“, რომლის წევრიც არის ნიკოლ ფაშინიანი. ამ ჯგუფის მიზანია  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.

ბატონო ნიკოლ, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენთვის ამ რთულ და მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დღეს რა ეტაპზეა ქართულ-სომხური ურთიერთობები, როგორ შეაფასებდით მათ?

-სომხურ-ქართული ურთიერთობები ცუდი არასდროს ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა იმაშია რომ, დღესაც, გუშინაც სომხურ-ქართული ურთიერთობების სრული პოტენციალი არ გამოიყენება  და  სხვადასხვა გარეომებების გამო შეზღუდულია. ამ თვალსზრისით ვფიქრობ, სომხეთს ირანსა და საქართველოსთან უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა. ისეთი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სომხეთს, საქართველოსა და ირანს ჰქონდეს ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე.

–  დაასახელეთ ფაქტორები, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ურთიერთობების სრული პოტენციალის გამოყენებას?

-პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა, რადგან სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, თუმცა, ბოლო პერიოდში შედარებით ნაკლებად. ამავე დროს ქართულ -რუსული ურთიერთობები ძალიან დაძაბული იყო. ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემები გვქონდა ირანთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების გაღრმავება ჩვენსავე ინტერესებშია, დასავლეთისა და ირანის დაძაბული ურთიერთობების გამო არსებულ პოტენციალს ვერ ვიყენებთ. სომხეთმა ფორმულა უნდა მოძებნოს, რათა მსოფლიო-პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ნაკლებად იმოქმედოს ურთიერთობებზე, კერძოდ, კი საქართველოსთან ურთიერთობებაზე. ამ თვალსაზრისით ასევე დიდ დაბრკოლებებს ქნის ევრაზიული ეკნომიკური კავშირი, როგორც მინიმუმ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.  ვფიქრობ, ეს დაბრკოლებები აუცილებლად უნდა გადავლახოთ.

-სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ დიდხანს განიხილებოდა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, ლარსის ალტერნატიული გზა.

-ეს საკითხი ვიცი. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი ფოქტობრივად ბლოკადაშია.  მსგავს ვითარებაშია ასევე ქართულ -აფხაზური რკინიგზაც. გასაგებია, რომ ამ რკინიგზის აღდგენის მრავალი პრობლემა არსებობს, მგრამ რამდენადაც ვიცი, ლარსის ალტერნატივაზე საუბრისას იგულისხმებოდა  ლარსის მონაკვეთში გვირაბის აშენების შესაძლებლობა,  რომელიც სეზონის მიუხედავად  ლარსის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობდა ხელს.

ასევე, საუბარია საბორნე მიმოსვლაზე, მაგრამ საუკეთესო გზა რა თქმა უნდა, ქართულ-აფხაზური რკინიგზის აღდგენა იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს დაკავშირებულია ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებასთან.  საქართველოს გზები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საჭიროა ამ საკითხში სერიოზული შეთანხმებების მიღწევა, კერძოდ კი სატრანსპორტო და რკინიგზის ტარიფების კუთხით, რაგდან ეს არსებითად მოქმედებს სომხური საქონლის  კონკურენტუნარიანობაზე.

-რა ცვლილებებს შეიტანდით ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც  ვიზიტების დროს ხშირად არის ნახსენები  საუკუნოვანი ძმური და მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები?

-რა თქმა უნდა კარგია, რომ არსებობს მსგავსი პოზიტიური ფონი, მაგრამ სადღეგრძელოები აჭარბებს  რეალურ ეკონომიკურ და პოლიტკურ თანამშრომლობას. ვფიქრობ ძალიან პერსპექტიული საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველოს გაზგამტარისა და რკინიგზის აშენება. მიმაჩნია, რომ საქართველოც და სომხეთიც დაინტერესებულნი არიან სპარსეთის ყურეში გადაზიდვის  შესაძლებლობით. ასევე , შავი ზღვიდან სპარსეთის ყურეში გასვლით. ამით შესაძლებელია უფრო ახალი და უსაფრთხო გზის შექმნა.

ყველაზე მნიშველოვანი პროექტი, რომელსაც ახლო მომავალში სამმხრივ ფორმატში განსახილველად შევიტანდი, სწორედ ეს პროექტია. მას შეუძლია რეგიონის ეკონომიკური და  პოლიტიკური ვითარება პოზიტიურად შეცვალოს.

– დღეს სომხეთი იმყოფება ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე, როგორ შეუწყობს  ეს ფაქტი ხელს ქართულ-სომხურ ურთიერთობებს და როგორი როლი ექნება სომხეთს რეგიონში?

-ის დოკუმენტი, რომელზეც სომხეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მინდინარეობდა, რა თქმა უნდა უფრო სუსტი საბუთია, ვიდრე ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა. ის, რომ სომხეთი ხელს მოაწერს და რატიფიცირებას მოახდენს ევროკავშირთან ახალ ხელშეკრულებას, ფაქტი არ არის. მაგრამ,  ზოგადად  ვფიქრობ, საქართველოც და სომხეთიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებით.

ამ თვალსაზრისით საქართველო სომხეთზე ერთი ნაბიჯით წინაა, ამიტომ საქართველოს გამოცდილება ძალიანს სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

-ქართულ -სომხურ ურთიერთობებზე საუბრისას ყოველთვის აღინიშნება საქართველოს მნიშვნელობა სომხეთისთვის. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს სომხეთს საქართველოსთვის?

-როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო დაინტერესებული უნდა იყოს ირანთან თანამშრომლობით, ხოლო სომხეთი საქართველოსთვის ირანზე გასასვლელი საუკეთესო გზაა. სომხეთისა და ირანის კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით, არსებობს მრავალი ეკონომიკური პროექტი, რომელთა ერთობლივი განხორციელებაც არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საქართველოსა და სომხეთის როლი, ერთმანეთის შემავსებელი იქნება.

Leave a Reply