უჩვეულო სპეცოპერაცია სომხეთში: მოქალაქეები სპეცნაზის საქმიანობაში მონაწილეობდნენ

29 აგვისტოს, ერევანში  საბილიარდო «Weekend»-ში გოგო აიყვანეს მძევლად, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაში იყო ბრალდებული.  მამაკაცი, რომელმაც მძევლი აიყვანა, ერთ-ერთი სომეხი “ავტორიტეტის” ვაჟი  გორ ჰაკობიანია. გორი აშშ-ში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი, რის შემდეგაც ის ამერიკიდან სომხეთშ დეპორტით დააბრუნეს.

სომხეთის პოლიციამ სპეციალური მოქმედებების შედეგად დამნაშავე გაანეიტრალა. აღნიშნილმა ფაქტმა მედიის და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, დაუშვებელია პოლიციის მიერ მსგავსი არაჰუმანური მოპყრობა და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა.

როგორც სომხური სააგენტო armtimes.com იუწყება, სომხთის პოლიციის წარმომადგელებმა სიტუაცია აშშ-ის მაგალითებს შეადარეს, სადაც კვირაში რამდენჯერმე პოლიცია კრიმინალის ნეიტრალიზების დროს ან უბრალოდ დაუმორჩილებლობის გმო ადამიანებს კლავს.

გარდა ამისა, საზოგადოების განხილვის საკითხი გახდა სპეცნაზის პროფესიონალიზმი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოპერაციის დროს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალები, სადაც ერთ-ერთი სპეცნაზელი ძირს წევს, ხოლო მის გარშემო დიდი რაოდენობით „მაყურებელია“ თავმოყრილი, რომლებიც მოვლენებს თვალს ადევნებდნენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ ძირს მწოლ სპეცნაზელს დიდი ნაბიჯით გადააბიჯა კიდეც. ვიდეოში 8-10 წამის განმავლობაში ჩანს ბავშვიც.

Leave a Reply