ფაშინიანი: მთავრობამ ხალხის იმედები უნდა გაამართლოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 15 მაისს, მთავრობის სხდომაზე მინისტრებს პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე არარატ მირზოიანი და ორი მოადგილე ტიგრან ავინიანო და მჰერ გრიგორიანი წარუდგინა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხის იმედები გაამართლოს. ფაშინიანის სიტყვებით, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უმთავრესი წყაროა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აღმასრულებელი არ უნდა წავიდეს პოპულისტური გზით და მოქმედებების შესრულების დროს მოქალაქეთა ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს.

პრემიერ-მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა და სათანადო პროგრამების განხორციელება ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

Leave a Reply