ერევანსა და აშხაბადს შორის პირდაპირი ფრენები განხორციელდება

პირველი პირდაპირი ფრენა ერევანსა და აშხაბადს შორის, 27 დეკემბერს განხორციელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის მთავრობის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ავეტისიანმა განუცხადა.

“ხვალ, დღის პირველ ნახევარში ერევანი-აშხაბადის პირდაპირი ფრენა შედგება”, – ამბობს ავეტისიანი.

მისივე თქმით, ერევნიდან თვითმფრინავი ფრენას გააგრძელებს ფრანკფურტის მიმართულებით.

ეს ფრენა კვირაში ერთხელ ხორციელდება. აუცილებლობის შემთხვევაში, გაიზრდება ფრენების რაოდენობა.

Leave a Reply