ედუარდ აივაზიანი ნიკოლ ფაშინიანის ჯავახეთში ვიზიტს აფასებს

Akhaltskha.Net-ის  მთავარი რედაქტორი ედუარდ აივაზიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინინის საქართველოში ვიზიტს აფასებს.

“ერთი თვეც არ არის გასული სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, თუმცა ამაზე განხილვები აქტუალურია, განსაკუთრებით კი ჯავახეთის მოსახლეობისთვის. ხალხთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ უნდა არსებობდეს საფრთხეები და შეთქმულება ორი ხალხის ურთიერთობებში, რათა უზრუნველყონ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი ხარისხობრივი განვითარება. თუ ამ იდეას დავამატებთ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გეოპოლიტიკური ფაქტორები, ყველაფერი ნათელი ხდება. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ სომხურ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობები არ შეიცავს პროვოკაციას ჯავახეთის ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ.

თუმცა სამართლიანი იქნება, აღვნისნოთ სომხეთის შეშფოდება აზერბაიჯანულ-თურქული ზეგავლენის შესაძლო ფაქტორზე საქართველოში. ნიკოლ ფაშინინის ამგვარი განაცხადი იმის თაობაზე, რომ კოლეგა ქვეყნებზე არ უნდა იმოქმედოს გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა ავსებს იმ სიცარიელეს, რაც მანამდე არსებობდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართული მხარემ დადებითად მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ჯავახეთში მისი ვიზიტი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს სომხეთის ლიდერებს ენდობა და მზად არის ახალ ხელისუფლებასთან ახალი ხარისხით ურთიერთობების დამყარებისთვის, რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული უსაფრთხოების კომპონენტი შეიტანოს. გარდა ამისა, სომხეთის მთავრობას შეუძლია ეროვნებით სომეხ ან ჯავახეთში დაბადებულ ბიზნესმენებს აქ ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდოს.

საბოლოოდ აღსანისნავია ის ფაქტი, რომ სამცხე ჯავახეთი ერთადერთი კვანძია ქრისტიანული მოსახლეობით დასახლებული სომხეთსა და საქართველოს შორის, რომლის თურქეთის ზეგავლენის ქვეშ მოქცევით ორივე ქვეყანა მის ხელში აღმოჩნდება”.

Leave a Reply