პოლონეთმა სომხეთისა და ევროკავშირის ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

7 ივნისს, პოლონეთის სეიმმა სომხეთისა და ევროკავშირის მიერ გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეა. ამისშესახებ პოლონეთში სომხეთის საგანგებო და სრულყოფილი ელჩი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე იტყობინება.

სომხეთის პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება  2018 წლის 11 აპრილს მოახდინა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფართოებულ და ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელი 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში მოაწერეს. ევროკავშირი სომხეთს 2020 წლამდე ფინანსური დახმარების სახით 175 მილიონ ევროს გამოუყოფს. მთავრობამ ეს თანხა შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით უნდა გამოიყენოს.

Leave a Reply