რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ წლევანდელი ეროვნული გამოცდების წესები დეტალურად განმარტა.

„ამ ეტაპზე ცვლილებები სავალდებულო გამოცდების ნუსხას არ შეხებია. წელსაც აბიტურიენტები სავალდებულოდ ჩააბარებენ ქართულ ენას და ლიტერატურას, ერთ-ერთ უცხოურ ენას და ზოგადი უნარების გამოცდას. მეოთხე სავალდებულო გამოცდას ისინი აბარებენ იმის მიხედვით  თუ რას ირჩევს უნივერსიტეტის პროგრამა.

მცირე ცვლილება ეხება გრანტებს, თუ კი აბიტურიენტმა სავალდებულო არჩევითი საგანი აირჩია ორი ან მეტი და ერთ-ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის გადალხვა ან არ მივიდა გამოცდაზე, ის მანამდე კარგავდა გრანტის შანსს. წელს ეს შეიცვლა და მას კვლავ ექნება შანსი.  მეორე სიახლე ეხება რამდენიმე საგნის ტესტური დავალების ფორმატს, რომელიც განმარტებულია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ამბობს სოფო გორგოძე.

რა გამოცდები გაუქმდა და რის ჩაბარება მოგიწევთ. გზამკვლევი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.