სერჟ სარგსიანი: სომხეთისთვის ირანთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია

სომხეთის ურთიერთობები ირანთან ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ორ ქვეყანას შორის არსებობს მკაფიო პოლიტიკური დიალოგი, ხორციელდება ურთიერთვიზიტები, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სააგენტო  L’Express -თან საუბარში განაცხადა.

“ჩვენს ურთიერთობებს ირანთან, ქვეყანასთან რომელთანაც ჩვენ 2000 წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, დიდი მნიშვნელობა აქვთ სომხეთისთვის. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკურ დიალოგს ვინარჩუნებთ, ხორციელდება მნიშვნელოვანი ურთიერთვიზიტები”,-აღნიშნა სარგსიანმა.

სერჟ სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანს ყოველთვის ნეიტრალური პოიზიციები ჰქონდა მთიანი ყარბაღის საკითხთან მიმართებაში.

“მიუხედავად აზერბაიჯანის მხრიდან მთინაი ყარაბაღის კონფლიქტის რელიგიური ფაქტორის მანიპულირების მცდელობებისა, ირანთან ჩვენი სამაგალითო ურთიერთობები ამტკიცებენ იმას, რომ სომხეთი პატივს სცემს მეზობლებს და მათ კულტურას”,- აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

Leave a Reply