სომხეთის მოკრივეების გუნდი თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე იღებს მონაწილეობას

კრივში, სომხეთის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის.

არმენპრესის ინფორმაციით სომხეთის გუნდის 4 სპორტსმენმა თურქეთის მოკრივეებს მოიგო, ხოლო ჰოვჰანეს ბაჩკოვმა განას რესპუბლიკის მოკრივეს.

13 სექტემბერს სტამბოლში მეოთხედფინალური ბრძოლა გაიმართება.