სომხეთის პოლიციის უფროსი და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პოლიციის უფროსის ვლადიმირ გასპარიანისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის გიორგი კუტოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი პრეზიდენტს გადაუგზავნა. ამის შესახებ  ფაშინიანმა ფეისბუქის გვერდზე განაცხადა.

“მე ახლახანს ხელი მოვაწერე დოკუმენტს სომხეთის პოლიციის უფროსის ვლადიმირ გასპარიანისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის გიორგი კუტოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – წერს ფაშინიანი.

Leave a Reply