სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კანზასის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალ-ადიუტანტ, ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ლი თაფანელს უმასპინძლა.

პრემიერი სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და კაზანის ეროვნული გვარდიის 15 წლიან თანამშრომლობას მიესალმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს უწყობს სომხეთისა და აშშ-ის ურთიერთობების განვითარებას.