სომხეთის შეიარაღებული ძალების და ამერიკის კანზასის შტატის  ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის 15 წლის იუბილე გაიმართა (ვიდეო,ფოტო)

სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და ამერიკის კანზასის შტატის  ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის 15 წლის იუბილე იარაღების ჩვენების ცერემონიით აღინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 სექტემბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა, აშშ-ის კანზასის შტატის გენერალ-ადიუტანტს, ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ლი თაფანელს და სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიჩარდ მილსს უმასპინძლა.

მხარეებმა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და კანზასის ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის  სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

“2003 წლიდან კანზასის ეროვნულმა გვარდიამ ხელი შეუწყო სომხეთის სასერჟანტო კორპუსის, სამხედრო-სამკურნალო, სამშვიდობო, პორტატული საავადმყოფოების, კატასტროფების რეაგირებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაძლებლობების განვითარებას. შედეგად, კანზასის ეროვნული გვარდიასა და სომხეთს შორის ძლიერ და ხანგრძლივ მეგობრობას მიეცა დასაბამი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხდა სომხეთში აშშ-ის ელჩმა.

Հայաստանի զինված ուժերի և Կանզասի ազգային գվարդիայի համագործակցության 15 ամյակին նվիրված զենքով ցուցադրություն ՀՀ պաշտպանության նախարարություն / MoD of the Republic of Armenia-ում:Kansas National Guard#MilitaryPartnership

Posted by U.S. Embassy Yerevan on Wednesday, September 12, 2018