სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბერლინში გაემგზავრა

სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, იგნატი არაქელიამი გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქრისტიან შმიდთის მოწვევით ფედერალურ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფორუმში მონაწილეობისათვის ბერლინში გაემგზავრა.

ფორუმი წელს მიმდინარეობს “მეცხოველეობის მომავალი განწყობა, სტაბილურობა, პასუხისმგებელობა და ეფექტურობა” სახელწოდებით.

20 იანვარს, არაქელიანი მონაწილეობას მიიღებს სოფლის მეურნეობის მინისტრთა ბერლინის მე -10 კონფერენციაზე. მინისტრი ასევე ეწვევა ვენის უნივერსიტეტს სომხეთის სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადების საკითხების განსახილველად და მონაწილეობას მიიღებს ბერლინის ყოველწლიურ მწვანე კვირეულის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე, იტყობინება სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო.

Leave a Reply