თბილისის სომხური თეატრი – როდის დასრულდება პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია

2019 წლის მაისში პირველ არხთან ინტერვიუში კახა კალაძემ განაცხადა, რომ Პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის შენობა 2020 წლის ბოლოს დასრულებული იქნებოდა. 2020 წლის თებერვალში თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სომეხთა სათვისტომოს” გაზეთ “მიუთიუნთან” ინტერვიუში განაცხადა არამარტო ის,რომ თეატრის შენობა მზად იქნება 2020 წლის ბოლოს, არამედ ისიც, რომ ამ დროისთვის თეატრის კოლექტივი უკვე შევა ახლადაშენებულ შენობაში.

პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 1856 წელს დაარსდა და უკვე  168 წლისაა. ავლაბარში მდებარე შენობაში  თეატრმა ფუნქციონირება 1937 წლიდან დაიწყო, ხოლო მანამდე ის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ფუნქციონირებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ თეატრი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც სომხეთის გარეთ, სომხურ ენაზე სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს.

2010 წელს შენობაზე ბზარები შეიმჩნა. თეატრის ხელმძღვანელობამ მოიწვია სეისმოლოგები და აღმოჩნდა, რომ თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია, რამაც შენობის დახურვა გამოიწვია, მაგრამ თეატრს ფუნქციონირება არ შეუწყვეტავს. ისინი დგამდნენ ახალ-ახალ წარმოდგენებს  და თამაშობდნენ სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

10 წლის განმავლობაში თეატრის ხელმძღვანელობა მიმართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ  უშედეგოდ. 

2017 წელს, მას შემდეგ რაც თეატრის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა, თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო, ფონდ “ქართუს” დაფინანსებით. 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ბაქრაძემაც ისაუბრა, რომელიც იმ დროს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მისი თქმით, ფონდმა მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

თბილისის  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეკონსტრუქცია ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეუძლებლად მიიჩნია, რის გამოც შენობის სრული დემონტაჟი და ახალი – 607 მაყურებელზე გათვლილი თეატრის აშენება გადაწყდა. Პროექტის საპროგნოზო ღირებულებამ 18 მილიონი ლარი შეადგინა და თბილისის მერია 2020 წლის ბოლოსთვის მშენებლობის დასრულებას გეგმავდა.

მშენებლობის დასრულების ვადის შეცვლის თხოვნით ლუიზა ხაჩატუროვამ, სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა,  მერიის არქიტექურის სამსახურს 2021წლის 30 ივნისს მიმართა. Მან დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის დასრულების თარიღის 2 წლით, 2023 წლამდე გადაწევა ითხოვა. 2021 წლის ივლისში განცხადება დაკმაყოფილდა, .  თუმცა მაშინ, ჟურნალისტების ზარებს ხაჩატუროვამ არ უპასუხა, ხოლო მიზეზი უცნობი დარჩა. 

Ჩვენ თეატრის დირექტორს, ლუიზა ხაჩატუროვას ვესაუბრეთ. Მისი თქმით 2020 წლის ბოლოს მშენებლობის დასრულება კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ ესწრებოდა,. Ხოლო ამჟამად თეატრის მშენებლობა დასრულებულია. მისი შეფასებით, დარჩა დასამატებელი ავეჯი, შუქი და ხმა, რომლის შეძენა და ქალაქში ტრანსპორტირება არც ისე ადვილი საქმეა.

“Ალიქ-მედია” აკვირდება თეატრის მშენებლობა-რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და, თუ თეატრის გახსნა ვერც ამჯერად მოხერხდა, ჩვენ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და მკითხველს კიდევ ერთ სტატიას შევთავაზებთ.