სომხეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი მიიღო.

აშშ-ის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო და იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ელჩის თხოვნით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა, ფრონტზე შექმნილი ვითარება და ხაზი გაუსვა უცხოელ სამხედრო მოსამსახურეთა და დაქირავებულთა ოპერაციებში მონაწილეობის ფაქტს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის არარსებობის შემთხვევაში, სომხური ძალები განაგრძობენ თავიანთი ამოცანების საიმედოდ შესრულებას. დავით ტონოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ  ადგილზე მისი შენარჩუნების გადამოწმების საშუალებების გამოყენების შემთხვევაში.