სომხეთში მიგრაციის სამსახურის უფროსი დაინიშნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინინის გადაწყვეტილებით, არმენ ღაზარიანი რეგიონული მმართვისა და განვითარების სამინისტროს მიგრაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

28 წლის ღაზარიანი ევროპათმცოდნეობის მაგისტრანტი, სოციოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტის დოქტორანტი, სომხეთში პოლონეთის საელჩოს წევრი გახლავთ. ფლობს  სომხურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და პოლონურ ენებს.

Leave a Reply