სომხურ-ქართული სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

3 მაისს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტი.

სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი, ხოლო საქართველოს დელეგაციას – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა დონეზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. . მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ინტერესთა საკითხები, კერძოდ, რეგიონალური უსაფრთხოება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, და ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

განხილულ იქნა სომხურ-ქართული სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ზაფხულის სესიის დღის წესრიგი, რომელიც წელს ჩატარდება. ასევე ამავე პერიოდში სომხურ-ქართული ბიზნესფორუმის ჩატარების საკითხი. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ეს ინიციატივები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.