სტეფანაკერტი დაბომბეს, ბევრი დაშავებულია

“აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სტეფანაკერტის აფეთქების შედეგად არცახის სამაშველო სამსახურში 10 დაშავებულია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაწილობრივ დაინგრა სამაშველო სამსახურის შენობა”, – ამის შესახებ ინფორმაცია, 2 ოქტომბერს დღისით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეფანიანმა გაავრცელა.

დღეს საღამოს კი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტეფანაკერტი ისევ დაბომბეს.

“დარტყმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ქალაქ სტეფანაკერტზე მოახდინეს. ყოველივე ეს ჩვენ აქ ვნახეთ, მაგრამ ამავე დროს  ახლა არ შემიძლია იმის თქმა არცახისა და სომხეთის სხვა ქალაქები მათ სამიზნეშია თუ არა”, – წერს არწრუნ ჰოვჰანნისიანი.

მოგვიანებით კი არცახის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სტეფანაკერტში სავარაუდოდ განადგურებულია დასახლებული სახლები, არის ბევრი დაშავებული”.