თბილისში 27 ოქტომბერს, ორბელი ძმების შესახებ მოხსენება – ლექცია გაიმართება

27 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისის “ჰოვჰანეს თუმანიანის სახლში” ორბელი ძმების შესახებ მოხსენება – ლექცია გაიმართება.

მოხსენება-ლექცია მიძღვნულია ორბელი ძმების სამეცნიერო, სოციალური საქმიანობის და მეცნიერების, კულტურისა და უნივერსალური პროგრესისთვის მათი დიდი წვლილის ხსოვნას. ლექციის შემდეგ ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ორბელი ძმების შესახებ.

მოხსენება-ლექცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: ამაღლება 18, თბილისი.

ორბელი ძმები რუბენ, ლევონ და ჰოვსეფ  მსოფლიო დონის გამოჩენილი სომეხი მეცნიერები იყვნენ, რომელთაც დიდი წვლილი ჰქონდათ მეცნიერების რამდენიმე სფეროს განვითარებაში.

რუბენ ორბელი გამოჩენილი არქეოლოგი გახლდათ, ლევონ ორბელი ფსიქოლოგი, ევოლუციური ფიზიოლოგიის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, ხოლო ჰოვსეფი ორიენტალისტი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.