თურქეთი საფრანგეთში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნული დღის შემოღებაზე ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას გმობს

თურქეთი გმობს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას, საფრანგეთში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნული დღის შემოღებაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, 24 აპრილის სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ შემოღების თაობაზე. სომხების გენოციდის შესახებ მტკიცება პოლიტიკური სიცრუეა, ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება და სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

იბრაჰიმ ქალინმა ასევე აღნიშნა, რომ „ანკარა არ მიიღებს მაკრონის მისწრაფებას, პოლიტიკური მოვლენა ისტორიულ ინსტრუმენტად აქციოს“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ანკარა მიუღებლად მიიჩნევს ტერმინის, გენოციდის გამოყენებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.