ვლადიმერ პუტინი სომხეთში სამიტზე ჩავიდა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტზე ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. სომხური მედიისთვის ბოლო დღემდე უცნობი იყო პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. იქამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პუტინი რუსეთში ხვდებოდა.

რუსული და სომხური მედიის ცნობით, პუტინი სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და ირანის პრეზიდენტთან ჰასან როჰანისთან.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს.

გარდა ამისა, როგორც სომხური მედია წერს, სამიტზე მოლდოვას პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ.

წყარო – netgazeti.ge