სომხეთის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დაინიშნა

სამოქალაქო მოძრაობა “უარყავი სერჟის” წევრი დავით სანასარიანი სომხეთის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

Armenpress-ის ინფორმაციით, სანასარიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობას დაიკავებს ლოზუნგებით : “გამარჯობა კორუპცია, მე შენ გელოდი” და “ნახვამდის კორპცია, შენ აღარ არსებობ”.

სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არის ახლად შექმნილი სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სომხეთის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ, მისივე უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად. სტრუქტურა განახორციელებს ასევე, სახელმწიფო მთავრობის ორგანოების, გადაწყეტილებათა მიღების, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების, ანტი-კორუპციული პროგრამების კონტროლს.

Leave a Reply