ჟირიარ სეფილიანს 10.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჟირიარ სეფილიანი სასამართლო დარბაზში

ოპოზიციური მოძრაობა “დამფუძნებელი პარლამენტი”-ს ლიდერს ჟირიარ სეფილიანს 10 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სეფილიანი დამნაშავედ სცნეს სომხების გენოციდის 100 წლისადმი მიძღვნილი მასობრივი არეულობის მომზადებაში, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში და ა.შ.

ბრალდებაში აღნიშნულია, რომ სეფილიანმა დანაშაული საკუთარი ნებით, წინასწარი განზრახვით ჩაიდინა.

გევორგ საფარიანს 5.5 წელი მიუსაჯეს. სხვა ბრალდებულებს კი, სასუნიკ კირაკოსიანს და ნერსეს პოღოსიანს 3.5 წელი, გალუსტ გრიგორიანს და ჰრაირ თოპჩიანს კი 3 წელი.

ბრალდებულ ჰოვანეს პეტროსიანს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ერთადერთია, ვინც სასამართლოში სეფილიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მას ორი თვის განმავლობაში გაათავისუფლებენ.

ჟირიარ სეფილიანი სომეხი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეა. შუშის განსაკუთრებული ბატალიონის ყოფილი ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი, ყარაბაღის ომის გმირი, საომარი ჯვრის I ხარისხის ორდენის კავალერი. ოპოზიციური მოძრაობის „დამფუძნებელი პარლამენტის“ ერთ-ერთი ლიდერია.

Leave a Reply