ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

16-18 აპრილს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით პარიზს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლერიანს, საფრანგეთის სახალხო კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიელ დე სორნსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზოჰრაბ მნაცაკანიანი საერთაშორისო საქმეთა ფრანგულ ინსტიტუტში სიტყვით გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საფრანგეთის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს.