თურქეთის პრეზიდენტის განცხადება მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ -ის მერილენდის შტატში თურქულ ამერიკული კულტურის ცენტრის გახსნის დროს  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიკტის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ წლების მანძილზე ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესები მინსკის ჯგუფის მიერ არ იყო სათანადოდ აღქმული. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოწმენი ვართ ასეთი ვითარებისა.

მინსკის ჯგუფს ამ საკითხში სამართლიანი გადაწყვეტილებები რომ მიეღო და ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, მზგავსი ვითაება არ იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფის სისუსტის გამო ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ ვევედრებით ალაჰს, რათა  დაეხმაროს ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გვერდში დავუდგეთ აზერბაიჯანს“ .

Թողնել պատասխան