29 იანვარს იოჰანე ჰანი სომხეთში გაემგზავრება

29 იანვარს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანე ჰანი სომხეთში გაემგზავრება.

იოჰანე ჰანის სომხეთში ვიზიტისას შხვედრა იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი იტყობინება.

იოჰანეს ჰანს ასევე უმასპინძლებენ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.