ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შვეცარიიდან მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ევრაზიული კავშირის ეკონომიკური კომისიის მოსკოვის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა.
ეკონომიკური კავშირის პრეზიდენტობა 2019 წელს რუსეთიდან სომხეთს გადაეცა და ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლა სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.
“ვფიქრობ, რომ ეფექტური თანამშრომლობა გვექნება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებთან და მოველი მათ მხარდაჭერა კნკრეტული ინიციატივების განხორციელებისას სომხეთის პრეზიდენტობის პერიოდში, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ ერთი წლის შემდეგ ეკონომიკური კავშირი უფრო კონსოლიდირებული იქნება რაც წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. 
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიის (EEC) აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი როტაციული წესით სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი იქნება.
არსებული იმფორმაციით, 25 იანვარს დღის მეორე ნახევარში ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის შხვედრა იგეგმება, ხოლო საღამოს სომხეთის დელეგაცია ერევანში დაბრუნდება.
პუტინ-ფაშინიანის შეხვედრა დღეს არ არის დაგეგმილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ პუტინი და ფაშინიანი ხშირად მართავენ სტელეფონო საუბრებს და შეხვედრებს.
საუბრის დასასრული