13 მაისს, ღამით არცახის თავდაცვის სამხედრო სამსახურის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთ შენაერთზე აზერბაიჯანული მხრიდან სროლის შედეგად 1998 წელს დაბადებული სომეხი ჯარისკაცი, შამხალ პეტროსიანი დაშავდა.
არცახის თავდაცვის სამხედრო სამსახურის ინფორმაციით ინციდენტის დეტალებზე გამოძიება მიმდინარეობს.