15 ივლისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფესბუქზე პირდაპირ ეთერში მოქალაქეების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ფეხბურთის ფედერაციას ეხებოდა.
” სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, თუმცა ფეხბურთის სფეროში საჭიროა ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ლოგიკურ შედეგებს მოგვიტანს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
“ლოგიკურ ცვლილებაში” ფაშინიანმა, სავარაუდოდ, რუბენ ჰაირაპეტიანის ფეხბურთის ფედერაციიდან წასვლა იგულისხმა. დიდი ხნის განმავლობაში, ფეხბურთის გულშემატკივრები მის გადადგომას ითხოვენ. ამასთან, არაჯანსაღი ურთიერთობები იქმნება ფედერაციის პრეზიდენტსა და საფეხბურთო კლუბებს შორის.
ჰაირაპეტიანი უფრო ადრე აცხადებდა, რომ დატოვებს თანამდებობას თუ ნაკრები არჩევნების პროცესს შეწყვეტს. თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და განაცხადა, რომ არ დატოვებს თანამდებობას სანამ დაწყებულ საქმეს არ დაასრულებს.