აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი მოქალაქის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანის მკვიდრის, კარენ ღაზარიანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების საქმეზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მანდატისა და წესების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამის შესახებ armenpress-თან საუბრისას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპიკერმა გოჰარ ტერ-ჰაკობიანმა განაცხადა.

“როგორც წესი, ჩვენ ვხვდებით დაკავებულს, ვაფასებთ პატიმრობის პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვაგროვებთ ინფორმაციას და ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს”, განაცხადა მან.

სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანიდან, კარენ ღაზარიანი ღამით სხლიდან გავიდა, გზა შეეშალა და შემთხვევით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნა.

აზერბაიჯანული პრესა 15 ივლისს აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სომხეთის მიერ დივერსიის მცდელობა აღკვეთეს და კარენ ღაზარიანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასაზვერად იმყოფებოდა დააკავეს.

სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, აშოტ აჰარონიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია.

Leave a Reply